
უკრაინაში ელექტროენერგიის გათიშვა ენერგობაზარზე არსებული რთული მდგომარეობის გამო ხორციელდება. სოფლებში დღეში სამჯერ ორი საათით წყდება ელექტროენერგიის მიწოდება. ამის გამო სოფლის სკოლებში ვერ ასწრებენ საკვების მომზადებას, სასწავლო დაწესებულებების შენობებში სიცივეა.