თბილისში შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა. ვარდების მოედნიდან ყოვლადწმინდა სამების ტაძარამდე – ასეთი გზა გაიარა ალილოს ასობით მონაწილემ. ისინი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, შეჩერდნენ, სადაც დეპუტატები ტკბილეულით სავსე კალათებით შეეგებნენ ბავშვებს.

Posted in:
Tags:






