საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისა და საქართველო-უკრაინის დიპლომატიურ ურთიერთობათა დამყარების 100 წლისთავის ფარგლებში, უკრაინაში საქართველოს საელჩოს მოწვევით,18 ივნისს ქ. კიევის სახელმწიფო ფილარმონიაში გაიმართა UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისათვის ელისო ბოლქვაძის საფორტეპიანო სოლო კონცერტი.