
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, დღეს საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ვიზიტით ესტუმრა. უკრაინის პრეზიდენტს, პირველ ლედის და სახელმწიფო დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საქართველოს ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე და სხვა ოფიციალური პირები.