გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების აღმოჩენაზე უარი უთხრა

500057dccecbfb56bb3fe18a57f7fb23
გერმანიამ უკრაინას პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ სამხედრო დახმარების აღმოჩენის თხოვნაზე უარი განუცხადა. ამის შესახებ “დოიჩე ველე” იუწყება . “უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხი აღნიშნულ კონფლიქტში არც კი განიხილება”, – განაცხადა გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილე კრისტიანე ვირცმა.

რაც შეეხება უკრაინის კონკრეტულ მოთხოვნას დიზელის ძრავების შესახებ, ვირცის ინფორმაციით, ეს მოთხოვნა განხილვის ეტაპზეა. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს უკრაინაში არსებული კრიზისის დეესკალაციისთვის. – IPN
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა გერმანიის ხელისუფლებას იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებითაც სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავთ, დიზელის ძრავების მიწოდება სთხოვა, რათა უკრაინა მოწინააღმდეგის მიერ ზამთარში განსახორციელებელი შეტევისთვის მოემზადოს.
Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.