30 ნოემბერს ტერნოპოლში ღირსების მარშმა ჩაიარა, რომელიც მაიდანზე მშვიდობიანი მომიტინგეების ცემის წლისთავს მიეძღვნა.
მსვლელობის მონაწილეები გაემართნენ ზეციური ასეულის სახელობის მოედანზე, სადაც სასულიერო პირებმა დაღუპული მაიდანელების სულებისთვის პანაშვიდი აღავლინეს. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოსთან გადაინაცვლეს. ისინი მთავრობის შესახებ ახალი კანონის შესაბამისად საკადრო ცვლილებების განხორციელებას მოითხოვენ. აქტივისტებმა საოლქო მილიციას შესაბამისი განცხადება გადასცეს, – UAGE-NEWS.