უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება

light

უკრაინაში ელექტროენერგიის გათიშვა ენერგობაზარზე არსებული რთული მდგომარეობის გამო ხორციელდება. სოფლებში დღეში სამჯერ ორი საათით წყდება ელექტროენერგიის მიწოდება. ამის გამო სოფლის სკოლებში ვერ ასწრებენ საკვების მომზადებას, სასწავლო დაწესებულებების შენობებში სიცივეა.

ასეთი სიტუაცია ელექტროსადგურებისთვის განკუთვნილი ნახშირის დეფიციტითაა გამოწვეული. ამ ნახშირს უკრაინა მოიპოვებდა დონეცკის და ლუგანსკის ოლქების მაღაროებში. ამ ეტაპზე მაღაროების უმეტესი ნაწილი, რომლებშიც ხდებოდა ელექტროსადგურებისთვის საჭირო ნახშირის მოპოვება ბოევიკების კონტროლის ქვეშ არის.
ქალაქებში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა უფრო იშვიათად ხორციელდება. ქალაქების ქუჩებზე რიგრიგობით თიშავენ შუქს, ელექტროენერგია არ არის ძირითადად ორი საათის განმავლობაში.

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.