უკრაინული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელის დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს

POS

2014 წლის 18 დეკემბერს, კეთილი ტრადიციის მიხედვით, საქართველოში უკრაინის ელჩმა ვასილ ციბენკომ, საზეიმო ვითარებაში, გადასცა საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელის დამადასტურებელი მოწმობები უკრაინული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს.

სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეროვნულმა კომისიამ საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელების საკითხებში,  შესაბამისი მასალების განხილვის დროს, გაითვალისწინა, რომ მარიამ ქავთარაძე, ოლგა და თეონა კახიანი, ინნა მერკვილაძე, მარია და გიორგი მორჩილაძეები, ალექსანდრე პაპავაძე, ლია ჭელიძე, მათ შორის, იღებენ  აქტიურ მონაწილეობას საქართველოში უკრაინის საზოგადოების ცხოვრებაში.

 

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.