თოვლის ბაბუა მიხაილო ბეზპალკო, რომელიც უკრაინის რეკორდების წიგნშია შესული, UAGE-NEWS მკითხველებს ულოცავს ახალ წელს.
მსახიობი მიხაილო ბეზპალკო უკრაინის ყველაზე ასაკოვანი თოვლის ბაბუაა. უკვე 58 წელია იგი ახალ წელს სახლში და მეგობრების წრეში არ ხვდება. ყოველ 31 დეკემბერს და მომდევნო დღეებში მიხაილო ბეზპალკო ბავშვებს ხვდება და საზეიმო ვითარებაში საჩუქრებს ურიგებს.
უკვე რამდენიმე წელია უკრაინის უხუცესი თოვლის ბაბუა ფიქრობს ვის გადასცეს თავისი ჯადოსნური ხურჯინი. როგორც მან UAGE-NEWS კორესპონდენტებს უამბო, მიხაილო ბეზპალკოს საქმიანობას მისი შვილიშვილი გააგრძელებს, რომელიც ამჟამად სამსახიობო ხელოვნებას ეუფლება.


Posted in:
Tags:





