სერგეი ჟადანი თბილისში პოეზიის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას (ვიდეო)

P103066888

ცნობილი  უკრაინელი მწერალი სერგეი ჟადანი 16 მაისს საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ მან ლიტერატურულ ფესტივალ «Ї»-ზე «UAGE-NEWS» ჟურნალისტებს განუცხადა.

სერგეი ჟადანის ახალი წიგნის «მარიას ცხოვრების» გამოცემასთან დაკავშირებით 30 მარტს  შემოქმედებითი შეხვედრების სერია დაიწყო. წიგნის პრეზენტაცია უკრაინის 33 ქალაქშია დაგეგმილი. ლიტერატურული ტური 15 მაისს დასრულდება. 16 მაისს კი სერგეი ჟადანი თბილისში გაემგზავრება, სადაც მწერალი ქართველ შემოქმედებს და მკითხველებს შეხვდება.

– 16 მაისს ჩვენი პრეზენტაციების დასრულების შემდეგ მივფრინავ თბილისში პოეზიის ფესტივალზე, სადაც მეგობრები მელოდებიან. მე საქართველოში არასდროს ვყოფილვარ. ძალიან მინდა იქ მოხვედრა, რადგან საქართველოზე ძალიან ხშირად გულწრფელი აღტაცება მსმენია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ყველა რაღაც საოცარ ქვეყანაზეა საუბარი. მინდა ამაში პირადად დავრწმუნდე», – აღნიშნავს სერგეი ჟადანი.

«ჩემს ლექსებს წავიკითხავ. წიგნი სამწუხაროდ ჯერჯერობით ქართულად არ მაქვს გამოცემული. უბრალოდ ლექსებია ნათარგმნი», – ამბობს სერგეი ჟადანი.

ავღნიშნავთ, რომ სერგეი ჟადანის ახალ წიგნში «მარიას ცხოვრება» ავტორის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში დაწერილი ლექსები შევიდა. კრებულში სერგეი ჟადანის 60 ტექსტია და მის მიერ ნათარგმნი ჩესლავ მილოშის ოცი ლექსი.

თამთა გუგუშვილი, ფოტო ავტორის, ვიდეო იგორ ბენცალის 

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.