პეტრო პოროშენკომ სამხედრო დოქტრინას ხელი მოაწერა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დღეს ხელი მოაწერა ქვეყნის სამხედრო დოქტრინის ახალ რედაქციას, რომელიც უკვე ძალაში შევიდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოქტრინაში აღნიშნულია, რომ უკრაინისთვის აქტუალურ სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის შეიარაღებული აგრესია, რაც ითვალისწინებს ყირიმის დროებით ოკუპაციას და აგრესიას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. ამ საფრთხეთა სიაშია უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა, უკრაინის ტერიტორიაზე კანონით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული ფორმირებების ქმედებები.
ამავე დოქტრინაში განსაზღვრულია ის სცენარები, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს ქვეყანაში, რომელთა შორის პირველ ადგილზე სახელდება რუსეთის აგრესიული ფართომასშტაბიანი შეჭრა სამხედრო-პოლიტიკური მიზნებთ, წერს IPN.
უკრაინის სამხედრო დოქტრინა ითვალისწინებს ძირითადი ამოცანების გადაჭრას, რომ შეიქმნას პირობები ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რისთვისაც საჭიროა ეროვნული უსაფრთხოების სისტემების კომპლექსური რეფორმირება იმ დონემდე, რომელიც მისაღებია ევროკავშირსა და ნატოში გასაწევრიანებლად; თავდაცვისა და უსაფრთხოების ეფექტური სექტორის შექმნა. ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების განვითარება დასავლური სტანდარტებით და ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან თავსებადობის მიღწევა.
Фото segodnya.ua