კიევში აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლისთავთან დაკავშირებული საღამო გაიმართა

akaki11

17 დეკემბერს კიევში საქართველოს საელჩოში გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებული საღამო გაიმართა, სადაც წიგნის „აკაკი წერეთელი რჩეული პროზა“ პრეზენტაცია ჩატარდა. წიგნი უკრაინულ ენაზე თარგმნა უკრაინაში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მწერალმა და თარჯიმანმა რაულ ჩილაჩავამ.

საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ უკრაინის მწერალთა ასოციაციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სერგეი ბორშჩევსკი, უკრაინის მწერალთა კავშირის მდივანი ალექსანდრე ბოჟკო, რაულ ჩილაჩავა და ელჩი  მიხეილ უკლება. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში, უკრაინის ლიტერატურისა და ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტმა სერგეი ძიუბამ გადასცა პანტელეიმონ კულიშის სახელობის პრემია მწერალს რაულ ჩილაჩავას. ლიტერატურულ საღამოს დაესწრნენ ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის “იბერიელი“ მოსწავლეები, რომლებმაც წაიკითხეს აკაკი წერეთლის ნაწარმოებები ქართულ და უკრაინულ ენებზე და აგრეთვე შეასრულეს სიმღერები. გარდა ამისა, აღნიშნულ ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა 1912 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“.

 

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.