უკრაინაში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ფაინე მისტო” გაიმართა (ფოტო, ვიდეო)

P14906422222

ათი ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. “ფაინე მისტო”  ( “Файне місто” ) უკრაინაში ყველაზე დიდი ფესტივალია, რომელიც ღია ცის ქვეშ იმართება. მისი უცვლელი სლოგანია “თავისუფალი ხალხის ტერიტორია”.

სამი მუსიკალური სცენა, ლიტერატურული სცენა, სპორტული ზონა და არაერთი სიურპრიზი მოამზადეს წელს ორგანიზატორებმა ფესტივალის სტუმრებისთვის.  როგორც მაქსიმ ჩერკაშინმა გვაცნობა, ფესტივალზე შეიკრიბნენ მეალომანები უკრაინის ყველა რეგიონიდან. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები პოლონეთიდან, ბელორუსიიდან, გერმანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან  და სხვა ქვეყნებიდან.

წლევანდელი ფესტივალის ერთერთი მთავარი სიახლე გახდა ამფითეატრი.  აქ ყოველდღე იმართებოდა ლექციები, ლიტერატურული შეხვედრები,  კინოჩვენებები და თეატრალური გამოსვლები.

ფესტივალის დახურვის დღეს კონცერტები გამართეს უკრაინულმა და უცხოურმა ჯგუფებმა – “Crazy Town”, “Тостер”, ““Vivienne Mort”, Антитіла”, “Eskimo Callboy”, “Lordi”, “Бумбокс”.

თამთა გუგუშვილი, უკრაინა, ვიდეო – იგორ ბენცალ

Тамта ҐУҐУШВІЛІ, Україна. Відео – Ігор БЕНЦАЛ

 

 

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.