
18 მაისს კიევში საერთაშორისო ფესტივალის “წიგნების არსენალი 2017″ ფარგლებში გაიმართა გიორგი კეკელიძის წიგნის პრეზენტაცია.
2017 წლის 18 მაისს, ქ. კიევში, უკრაინის ნაციონალურ სამხატვრო-კულტურულ და სამუზეუმო კომპლექსში „Мистецький арсенал“, მე-7 საერთაშორისო ფესტივალის “წიგნების არსენალი 2017″ ფარგლებში, გაიმართა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, მწერლისა და პოეტის გიორგი კეკელიძის ნაწარმოების “გურული დღიურების” უკრაინული თარგმანის პრეზენტაცია, რომელშიც ავტორთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა უკრაინელმა პოეტმა, მთარგმნელმა და დიპლომატმა რაულ ჩილაჩავამ და საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ.