უკრაინაში «ავტორთა კითხვის თვეზე» დათო ტურაშვილმა «ჯინსების თაობა» წარადგინა

P181073999099

ტარდება ცენტრალური ევროპის ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული ფესტივალი «საავტორო კითხვის თვე». მასში ქართველი, უკრაინელი, პოლონელი, ჩეხი, სლოვაკი მწერლები იღებენ მონაწილეობას. წლევანდელი ფესტივალის საპატიო სტუმარი საქართველოა. თავის შემოქმედებას 31 ქართველი ავტორი წარმოადგენს. შეხვედრები ევროპის ხუთ ქალაქში იმართება – ეს არის ბრნო, ვროცლავი, ოსტრავა, კოშიცე და ლვოვი. ლიტერატურული ტურნე სრულდება უკრაინაში.

პირველი ქართველი ავტორი, რომელიც ფესტივალის ფარგლებში წარსდგა მკითხველის წინაშე, არის მწერალი, დრამატურგი დათო ტურაშვილი. მან წარმოადგინა ცნობილი რომანი «ჯინსების თაობა», რომელიც უკვე უკრაინაშიც ბესტსელერია. ამ წიგნის უკრაინულენოვანი თარგმანის ტირაჟი, რომელიც 2014 წელს გამოიცა, დღეისთვის მთლიანად გაყიდულია.

ხალხმრავალ ლიტერატურულ შეხვედრაზე დათო ტურაშვილმა წაიკითხა «ჯინსების თაობის» პროლოგი. მწერალი მოუყვა საზოგადოებას, როგორ მოიძია მოგონებები თვითმფრინავის ბიჭების შესახებ, და რა განცდით დაწერა ჯერ პიესა, შემდეგ კი რომანი ამ უმძიმესი ტრაგედიის შესახებ. ერთერთმა მსმენელმა აღნიშნა, რომ მიწის, საფლავის მიმართ დამოკიდებულება, რომელიც რომანის პროლოგშია გადმოცემული, ზუსტად ისეთია, როგორიც უკრაინელებს აქვთ ამ თემასთან დაკავშირებით. გაიჟღერა არაერთმა შეკითხვამ. უკრაინელი მკითხველი დაინტერესდა, თუ აპირებს მწერალი უკრაინის შესახებ წიგნის დაწერას. დათო ტურაშვილის საღამოს თარგმნა და მოდერაცია გაუწია უკრაინაში მოღვაწე ქართველმა ჟურნალისტმა თამთა გუგუშვილმა.

რა წიგნზე მუშაობს ამჟამად დათო ტურაშვილი, რა არის საჭირო უკრაინასა და საქართველოს შორის ლიტერატურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის –  პასუხები ამ და სხვა თემებზე იხილეთ ინტერვიუში.

 

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.