10 მაისს უკრაინაში დედის დღეს აღნიშნავენ. უკრაინელი მებრძოლების დედებს ყვავილები და მათი შვილების წერილები გადასცეს, რომლებიც ანტიტერორისტულ ოპერაციაში იღებენ მონაწილეობას.
სკოლის მოსწავლეებმა მისალოცი ბარათები მოამზადეს, რათა მეომრებს საშუალება ჰქონოდათ დედებისთვის დღესასწაული მიელოცათ. აქციაში მონაწილეობა მიიღეს 80, 93, 27, 24 ბრიგადებისა და სხვადასხვა ბატალიონების მებრძოლებმა.
ბარათები საბრძოლო ხაზზე მეომრებს ვოლონტერებმა ჩაუტანეს, სამხედრო პირებმა ბარათები შეავსეს და უკან გამოატანეს მოხალისეებს. დღეს, დედის დღეს, ამ მისალოცი ბარათების საზეიმო გადაცემა მოხდა.
თამთა გუგუშვილი, ფოტო ავტორის