«ვმუშაობთ იმ ქვეყნებთან თანამშრომლობის განმტკიცებაზე, სადაც ჩვენი თანამემამულეები არიან»  – სახელმწიფო  მინისტრი

spivpravia2

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე გელა დუმბაძის კანდიდატურას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე. როგორც ცნობილია, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2015 წლის 23 დეკემბერს დატოვა. ამის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს შეუწყდა უფლებამოსილება.

გელა დუმბაძემ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს. გაძლიერებულად მუშაობს მათ ჩართულობაზე ქართულ საზოგადოებრივ, კულტურულ, ასევე პოლიტიკურ პროცესებში.

„ჩვენ შევეცადეთ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის გვეჩვენებინა, რომ ვმუშაობთ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა დიასპორული გადარიცხვები, ობლიგაციები, ამასთანავე USAID-თან, მსოფლიო ბანკთან მემორანდუმების გაფორმების კუთხით. ასეთ ორგანიზაციებთან მემორანდუმების გაფორმებით, ჩვენს თანამემამულეებს ვაძლევთ საშუალებას უფრო აქტიურად და ეფექტურად შეძლონ მუშაობა“, – აღნიშნა გელა დუმბაძემ და დასძინა, რომ სამინისტრო მუდმივად მუშაობს იმ ქვეყნებთან თანამშრომლობის განმტკიცებაზე, სადაც ჩვენი თანამემამულეები იმყოფებიან.

ნესტან გუგუშვილი, ფოტო medprosvita

Both comments and pings are currently closed.

Comments are closed.