
1-2 ოქტომბერს, ქ. კიევის ცენტრში, ანდრეევსკის დაღმართზე ტრადიციულად გაიმართა „თბილისობა“, რომელსაც 60 ათასზე მეტი სტუმარი დაესწრო.ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა სახის კულტურული და გასართობი ღონისძიებები, კონკურსები, ვიქტორინები.
ივანე კავალერიძის სახელობის მუზეუმში წარმოდგენილი იყო ცნობილი ქართველი თანამედროვე მხატვრების ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „Project ArtBeat“. ასევე შედგა ფოტოგამოფენა „Вітання, Грузіє!“. საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართულმა მუსიკალურმა ანსამბლმა „ქართული ხმები“, უკრაინის ქართველთა ასოციაციის „იბერიელი“ შემოქმედებითმა კოლექტივმა, ანსამბლმა „იბერია“, უკრაინის მუსიკალურმა ანსამბლმა „77 часов “, შმაგი თეგიაშვილმა და სხვებმა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული ღვინისა და მინერალური წყლის კომპანიებმა და 40-მდე ქართულმა რესტორანმა, რომლებიც სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ ქართული კერძებითა და ღვინით.
„თბილისობა“ ოფიციალურად გახსნეს ქ. კიევის მერიის კულტურის დეპარტამენტის უფროსმა დიანა პოპოვამ და საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ. ღონისძიებაფართოდ გააშუქა უკრაინის მასმედიამ.