სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ქართული დიასპორის წარმომადგენლების 60-მდე დროებითი მივლინება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის მუშაობის შედეგად განხორციელდა. ამის შესახებ ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ილიანა დერილოვამ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თეიმურაზ ჭკუასელთან შეხვედრისას განაცხადა.