
უკრაინის პრეზიდენტის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის სახელით სახელმწიფო სადილი გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს და მარინა პოროშენკოს პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით სახელმწიფო სადილი გაიმართა. საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა სახელმწიფო სადილზე ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და უკრაინელ და ქართველ ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება უსურვეს.