
24 სექტემბერს არტ-გალერეა «Bunkermuz» გაიხსნა უკრაინაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტის თამთა გუგუშვილის პირველი პერსონალური ფოტოგამოფენა «უკრაინა პორტრეტებში». გამოფენაზე წარმოდგენილია ცნობილი და ნაკლებად ცნობილი უკრაინელების პორტრეტები. მათ შორის არიან ანტიტერორისტული ოპერაციის მეომრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ვეტერანები, მოხალისეები, რომლებიც უკრაინული ჯარისთვის აგროვებენ დახმარებას.